ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში, ასოციაციის წევრებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე - სამართლებრივი წერა და დასაბუთება (სარჩელის მომზადება და დასაბუთება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე).
აღნიშნული ტრენინგ მოდული შემუშავდა ადვოკატთა ასოციაციისა და პროექტ - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვება ასოციაციის ტრენერი - ალექსანდრე წულაძე.